კლუბის წესდება

 

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის

სასკოლო  კლუბი  ,, ტექნოლოგიის  ელჩები “-ის

წესდება

ზოგადი დებულებები:

1.1. წინამდებარე წესდება (შემდგომშიწესდებაგანსაზღვრავს სასკოლო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებსსაქმიანობისმიმართულებებსკლუბის ხელმძღანელის, წევრებისუფლება მოვალეობებსასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

1.2. სასკოლო კლუბი არის სსიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ოქტომბრის საჯარო სკოლის, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული, პედაგოგიურ  საბჭოზე დამტკიცებული, კლუბი, რომელიც წარმართავს სასწავლო - საინფორმაციო, კვლევით და აღმზრდელობით პროცესს.

1.3. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობარომელიც ემსახურება კლუბის მიზნებსინტერესებს,  შედეგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

1.4.  სსიპ ქალაქ სსიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.ოქტომბრის საჯარო სკოლის, კლუბი „ ტექნოლოგიის ელჩები  “ ემსახურება მოზარდებში ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და გაზიარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების კანონიერად გამოყენების  პოპულარიზაციას.

1.5.   კლუბი ჩამოყალიბებულია განუსაზღვრელი  ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე,

მოქმედებს    საქართველოს ტერიტორიაზე. 

 

    

1.6. კლუბს აქვს სახელწოდებალოგო და მიზანი.

1.7. კლუბის მისამართი საქართველო,ზუგდიდის მუნიციპალიტეტი,სოფ.ოქტომბერი.კინწურაშვილის ქ.

 

2. კლუბის მიზნები და ამოცანები:

 

2.1  თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მოსწავლე - ახლგაზრდებს შორის.

2.2  ტექნოლგიების გამოყენებისას საფრთხეების გააზრება და უსაფრთხო გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

2.3 ინფორმაციის მოძიების დამუშავების და განთავსების პროცესში კანონმდებლობის დაცვა.

2.4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვით-არება და ხელშეწყობა;

2.5.მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;

    2.6.მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართულობის ამაღლება და ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;

       2.7. მოსწავლეების აკადემიურსოციალურ და ფსიქოლოგიური განვითარების ხელშეწყობა;

2.8 დაგეგვმისა და მართვის უნარების განვითარება;

2.9. კომუნიკაციის უნარის განვითარება;

2.10.მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;

2.11. ინტელექტუალურიკულტურული,  ღონისძიებების ორგანიზება;

2.12. კონფერენციებისსემინარებისტრენინგებისკონკურსების ორგანიზება;

2.13.თემის ჩართულობა კლუბის მუშაობაში;

2.14. საზოგადოების ჩართულობა კლუბის მუშაობაში;

 

3. კლუბში გაწევრიანება:

3.1 კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია;

3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის  მოსწავლემასწავლებელი, მშობელი, დირექციის წევრი, სკოლაში მოქმედი კლუბები, თემის წარმომადგენელი და სხვა, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;

3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის

მსურველის ანკეტის შევსებით);

3.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ხელმძღვანელის მიერსკოლასთან შეთანხმებით;

3.5 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე

3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცვას წესდების მოთხოვნები,

შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

3.7კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევე კლუბის საერთო კრები

გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი  საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს და უხეშ

არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.

3.8. მოსწავლეს, სკოლის დამთავრების შემდეგ.

 

4.კლუბის სტრუქტურამართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

4.1               კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან;

 

4.2კლუბს ჰყა ხელმძღვანელირომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისასუხელმძღვანელოს კლუბის მიერგანსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას,  დანიშნოს    კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედგაანაწილოს ფუნქიები.

 

 

 

4.3 კლუბის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობასერთპიროვნულად

.

4.4  კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით  დამტკიცოს სამოქმედო გეგმა,დაამტკიცოს კლუბის წესდებააირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს კლუბის ხელმძღვანელი.

 

4.5 კლუბის ხელმძღვანელი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.

4.6 კლუბის ხელმძღვანელად არჩევა შესაძლებელია მრავალჯერ.

4.7 კლუბის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველი წლის 15 დან 20 ივნისის ჩათვლით ანგარიში ჩააბაროს კლუბის საერთო კრებას.

 

5. კლუბის მუშაობა

5.1  კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერგარდა არდადეგების პერიოდისა;

5.2  კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;

5.3  კლუბის შეკრებები ხდება წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით.

 

6. კლუბის ქონება:

კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:

6.1. შემოწირულობებით.

6.2. გრანტებით.

6.3. პროექტებით.

6.4. სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.

6.5. კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება  საწესდებო მიზნების, სასკოლო და საქველმოქმედო

 საქმიანობის შესასრულებლად.

 

7. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:

7.1  კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნახორციელდება ამ დებულებით .

 

7.2  კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით..

 

8. დასკვნითი დებულება:

8.1   წესდება ძალაში შედის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების, პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცების  შემდეგ.

8.2  წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით.

 

Комментарии

Популярные сообщения